პოპულარული კლუბები


"ბარ­სე­ლო­ნა" ქო­მა­გე­ბის მხრი­ვაც ლი­დე­რობს
უეფას ინ­ცი­ა­ტი­ვით შედ­გა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში შე­მა­ვა­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბის რე­ი­ტინ­გი.
ასე­ულ­ში ვერც ერ­თი ქარ­თუ­ლი კლუ­ბი ვერ მოხ­ვ­და, თუმ­ცა ეს გა­საკ­ვი­რი არ არის - სა­ქარ­თ­ვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და ჩვე­ნე­ბურ კლუ­ბებ­საც გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა ჰყავთ. რე­ი­ტინ­გ­ნ­ში კი მოხ­ვ­დ­ნენ ის კლუ­ბე­ბი, რომ­ლებ­საც, სულ მცი­რე, ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ქო­მა­გი მა­ინც ჰყავთ. გა­გაც­ნობთ რე­ი­ტინ­გის მხო­ლოდ პირ­ველ ოცე­ულს, თუმ­ცა სა­ნამ ამ ჩა­მო­ნათ­ვალს შე­მოგ­თა­ვა­ზებ­დეთ, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს გა­გაც­ნობთ.
2011 წელს უეფას წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნა­ტებს მთლი­ა­ნო­ბა­ში 168 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებ­და თვალს. აქე­დან 43 პრო­ცენ­ტი აქ­ტი­უ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, 57 კი - ზო­მი­ე­რი.
ფა­ნე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ადევ­ნე­ბენ თვალს, აულ მცი­რე, ერ­თი ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატს ტე­ლე­ვი­ზი­ით, სტა­დი­ონ­ზე ან ინ­ტერ­ნე­ტით.
რე­ა­ლურ სა­გულ­შე­მატ­კივ­რო აუდი­ტო­რი­ა­ში ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს შემ­დეგ­მა ქვეყ­ნებ­მა: გერ­მა­ნია (21 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი), დი­დი ბრი­ტა­ნე­თი (18.5 მი­ლი­ო­ნი), თურ­ქე­თი (16 მი­ლი­ო­ნი), იტა­ლია (15 მი­ლი­ო­ნი), საფ­რან­გე­თი (12 მი­ლი­ო­ნი), ეს­პა­ნე­თი (11.5 მი­ლი­ო­ნი), რუ­სე­თი (9.5 მი­ლი­ო­ნი), უკ­რა­ი­ნა და პო­ლო­ნე­თი (7.5-7.5 მი­ლი­ო­ნი), ჰო­ლან­დია (6 მი­ლი­ო­ნი), რუ­მი­ნე­თი (5.5 მი­ლი­ო­ნი), ბელ­გია, სა­ბერ­ძ­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია (3-3 მი­ლი­ო­ნი).
ბე­ბერ კონ­ტი­ნენ­ტ­ზე მცხოვ­რე­ბი 168 მი­ლი­ო­ნი გულ­შე­მატ­კივ­რი­დან 7 პრო­ცენტს საკ­ლუ­ბო მის­წ­რა­ფე­ბა არა აქვს და ისი­ნი კონ­კ­რე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მე გუნდს არ ქო­მა­გო­ბენ. 13 პრო­ცენტს სა­ქო­მა­გოდ ორი გუნ­დი ჰყავს არ­ჩე­უ­ლი. 80 პრო­ცენ­ტი კი, ასე ვთქვათ, ნამ­დ­ვი­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და ერ­თი გუნ­დის ერ­თ­გუ­ლე­ბი არი­ან. მა­თი ნა­წი­ლი კი­დევ ერთ ად­გი­ლობ­რივ გუნ­დ­საც გულ­შე­მატ­კივ­რობს, თუმ­ცა ეს გუნ­დი აუცი­ლებ­ლად და­ბა­ლი ლი­გი­და­ნაა.
ახ­ლა კი გა­გაც­ნობთ სა­უ­კე­თე­სო კლუ­ბე­ბის ოცე­ულს. გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ში იგუ­ლის­ხ­მე­ბა რო­გორც იმ ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კი­რე­ბი, რო­მელ­საც კლუ­ბი წარ­მო­ად­გენს, ისე ამ გუნ­დის უცხო­ე­ლი ქო­მა­გე­ბიც. არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა მხო­ლოდ ევ­რო­თა­სე­ბის აუდი­ტო­რია.
1.ბარ­სე­ლო­ნა (ეს­პა­ნე­თი) 6 665 000
2.რე­ა­ლი (ეს­პა­ნე­თი) 6 330 000
3.მან­ჩეს­ტე­რი (ინ­გ­ლი­სი) 5 435 000
4.იუვენ­ტუ­სი (იტა­ლია) 5 425 000
5.ბა­ი­ერ­ნი (გერ­მა­ნია) 4 445 000
6.გა­ლა­თა­სა­რაი (თურ­ქე­თი) 4 270 000
7.მი­ლა­ნი (იტა­ლია) 3 815 000
8.ლი­ვერ­პუ­ლი (ინ­გ­ლი­სი) 3 730 000
9.ინ­ტე­რი (იტა­ლია) 3 710 000
10.მარ­სე­ლი (საფ­რან­გე­თი) 3 350 000
11.ფე­ნერ­ბახ­ჩე (თურ­ქე­თი) 3 265 000
12.არ­სე­ნა­ლი (ინ­გ­ლი­სი) 3 005 000
13.დორ­ტ­მუნ­დი (გერ­მა­ნია) 2 850 000
14.ჩელ­სი (ინ­გ­ლი­სი) 2 520 000
15.ლი­ო­ნი (საფ­რან­გე­თი) 2 415 000
16.ბე­შიქ­თა­ში (თურ­ქე­თი) 1 930 000
17.სპარ­ტა­კი (რუ­სე­თი) 1 830 000
18.პსჟ (საფ­რან­გე­თი) 1 685 000
19.დი­ნა­მო (უკ­რა­ი­ნა) 1 685 000
20.აიაქ­სი (ჰო­ლან­დია) 1 665 000
2009 წლის ანა­ლო­გი­ურ რე­ი­ტინ­გ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე იყო მად­რი­დის "რე­ა­ლი", რო­მელ­საც 5 750 000 ადა­მი­ა­ნი ქო­მა­გობ­და. მე­ო­რე ად­გილ­ზეა ტუ­რი­ნის "იუვენ­ტუ­სი" (5 595 000), "ბარ­სე­ლო­ნა" კი მხო­ლოდ მე­სა­მე­ზე იყო (5 200 000). ხუ­თე­ულ­ში შე­დი­ოდ­ნენ აგ­რეთ­ვე "მან­ჩეს­ტე­რი" (5 005 000) და "ბა­ი­ერ­ნი" (4 525 000).
თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღებთ მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ ქო­მა­გებს, მა­შინ სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლი ასე­თი იქ­ნე­ბო­და: "გა­ლა­თა­სა­რაი", "ბა­ი­ერ­ნი", "იუვენ­ტუ­სი", "რე­ა­ლი", "მარ­სე­ლი". უცხო­ე­ლი ქო­მა­გე­ბის მხრივ კი პირ­ვე­ლი ხუ­თე­უ­ლი ასე­თია: "ბარ­სე­ლო­ნა", "მან­ჩეს­ტე­რი", "რე­ა­ლი", "იუვენ­ტუ­სი", "ჩელ­სი".
რე­ი­ტინ­გ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი პა­სი­უ­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ასე­თი კი და­ახ­ლო­ე­ბით 123 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია. პა­სი­უ­რი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ ერთ ან ორ კლუბს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ასე არ არის. ისი­ნი არც ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატს ადევ­ნე­ბენ თვალს და არც საყ­ვა­რე­ლი გუნ­დე­ბის თა­მა­შებს ეს­წ­რე­ბი­ან. ამა­ვე დროს რე­ი­ტინ­გ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც კლუ­ბებს მხო­ლოდ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­სა და ევ­რო­პის ლი­გა­ში გულ­შე­მატ­კი­რობს.

No comments:

Post a Comment